Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ZTE-ის ქვეგანყოფილებამ - Nubia-მ გამოუშვა თავისი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, 5 ნოემბრიდან კი იგი ყკვე გაყიდვაში გაეშვა. კომპანიის წარმომადგენლობის ცნობით, სულ რაღაც 57 წამში გაიყიდა 100 ათასი სმარტფონი. 

image.jpeg

ხსენებული სმარტფონის მთავარი თავისებურებაა 5,1 დუიმიანი OLED დისპლეი სმარტფონის უკანა მხარეს, გაფართოებით -  1520 х 720p (HD+). Nubia X წარმოდგენილია რუხ, ლურჯ და „შავი ოქრო“-ს ფერთა ვარიანტებად.  

კონფიგურაციას რაც შეეხება, ხელმისაწვდომია სამი მოდიფიკაცია: 6+64 გბ, 8+128 გბ და 8+256 გბ მეხსიერებებით. მათ ღირებულება შედგენს 479, 535 და 609 აშშ დოლარს, შესაბამისად. 

სამივე კონფიგურაციის სმარტფონი წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 845-ის ბაზაზე. ძირითადი დისპლეის დიაგონალია 6,26 დუიმი, გაფართოება - 2280 х 1080р (Full HD+). სმარტფონს აქვს ორი ძირითადი კამერა 16+24 მეგაპიქსელიანი სენსორებით (f/1.8 და f/1.7). მხარდაჭერილია შენებული გადაღების ფუნქცია -  240 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე  HDR, სელფი რეჟიმი და სპეციალური ალგორითმები გამოსახულების დამუშავებისთვის.  

image.jpeg

 Nubia X-ს აქვს 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 ac, Bluetooth 5.0 და GPS მოდულები. კონექტორებიდან აქვს მხოლოდ USB Type-C პორტი. ბატარეის მოცულობაა 3800 მილიამპერი/სთ. აქვს 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა. სმარტფონი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. 

Nubia X-ის გაყიდვის მეორე ეტაპი დაგეგმილია 11 ნოემბრისთვის ჩინეთში, მსოფლიო გაყიდვების ფესტივალზე. ცნობილია, რომ სმარტფონის ღირებულება ერთი და იგივე იქნება ყველა რეგიონისთვის.  

https://bit.ly/2ARkEw8

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.